|
2019-06-19 02:04:30, 1407 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში სინამდვილეში პატრიარქია
ლევან ვასაძესა და მისი თანამოაზრეების უკან საპატრიარქო დგას. - ამის შესახებ "რუსთავი2" ეთერში გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრვრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. „სინამდვილეში, ამ ბნელი ძალების უკან დგას საპატრიარქო. კონკრეტულად საპატრიარქო, მისი ხელმძღვანელით, ეს არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელმაც ბევრი წლების განმავლობაში შეძლო და დააგროვა პოლიტიკური დივიდენტები, პოლიტიკური ძალაუფლება, მაღალი რეიტინგი... ხალხს კი აჩვენებს, რომ რელიგიური ინსტიტუტია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ, ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში სინამდვილეში პატრიარქია,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი უკიდურესად დაცემულია და ერთადერთი, რის ხარჯზეც ის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, საპატრიარქოა. „სინამდვილეში თამაშია ასეთი, რომ ხელისუფლებას იმის გამო, რომ რეიტინგი პლინტუსთან აქვს, ერთადერთი, რითაც შეუძლია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, არის მუდმივი თამაში საპატრიარქოსთან,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)