22:52 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 19:41:27, 1221 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - უახლოეს მომავალში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი აშშ-თან და ახლო მომავალში კიდევ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის კომერციის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, არსებობს თუ არა მზაობა აშშ-ში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი, შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც მსგავს ფაქიზ საკითხებს წინასწარ არ აანონსებს.

"არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიდა ხარისხობრივად ახალ დონეზე. კონგრესმა დააინიცირა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, სადაც მათ შორის გაკეთებულია აქცენტი, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics