|
2019-06-13 18:44:31, 1296 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ისაუბრეს
12 ივნისს შედგა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა თემაზე: „ნატო-ს გაფართოება: ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შეფასება." მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, კეტრინ ვილბერგერი. მოსმენისას ხაზი გაესვა ნატო-ს მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ნატო მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი) ისაუბრა ნატო-ს გაფართოების გონივრულობაზე. „ვფიქრობ აქ ქართველები რომ იყვნენ - რომელთა ორი რეგიონი რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედების გამო კვლავაც ოკუპირებულია და უკრაინელები, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ძლიერ არგუმენტს მოიყვანდნენ, თუ რატომ არის ნატო-ს გაფართოება გონივრული იდეა." - აღნიშნა სენატორმა რიშმა. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტის შტატი) გაიხსენა რამდენიმე წლის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს შიგნით, მისი წევრი ქვეყნების ლიდერთა შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა. „ერთ-ერთი ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერი ამტკიცებდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ყოფნა ალიანსს ომის მდგომარეობაში ჩააყენებდა რუსეთთან. მაგიდასთან დამსწრე სხვა ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსის შიგნით ყოფნით სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნები გვეყოლებოდა, რომლებიც თავიდან აირიდებდნენ მათ ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასა, თუ ჩარევას. ამიტომაც მრავალი ჩვენგანი ძალიან მოხარულნი ვართ, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელთან დაკავშირებული შეთანხმებით და კიდევ ერთი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებით, რაც გამბედაობით და წარმოუდგენელი ლიდერობით მოხერხდა" - აღნიშნა სენატორმა კრის მერფიმ.
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)