22:15 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 10:50:36, 1057 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე ბენარდი: შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესმენების მოსაზიდად, პოლიტიკის დახვეწას ცდილობს

მუდამ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება; ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, სადაც ვსაქმიანობთ, საქართველო ყოველთვის გამოირჩევა პოზიტიური რეფორმებით, - ამის შესახებ კომპანია "სერბერუს ფრონტიერის" დირექტორმა ალექსანდრე ბენარდმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია და ხშირშემთხვევაში ევროპის ბევრ ქვეყანასაც უსწრებს.

„საქართველოს მთავრობა მუდამ ცდილობს პოლიტიკის დახვეწას უცხოელი ბიზნესმენების მოსაზიდად. ძალიან კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა საქართველოში და სწორედ ამიტომ  გავხსენით წარმომადგენლობა თბილისში. მისი საშუალებით განვახორციელებთ ინვესტიციებს ქვეყანაში. ამავდროულად, მეტს გავაკეთებთ რეგიონშიც. ჩვენი კომპანია ამერიკული კერძო კაპიტალის ინვესტორია და მართვაში გვაქვს პორტფელი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებით. ძალიან გაგვიმარტივდა საქართველოში მუშაობა და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენთან უფრო მარტივია ინვესტირება, ვიდრე ამერიკაში ან ევროპაში. უცხოური ინვესტიციებისთვის ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანაა საქართველო. ყოველთვის კარგად გვიღებდნენ. უკვე 3-4 წელია, კაპიტალდაბანდებას ვახორციელებთ თქვენს ქვეყანაში და ძირითადად ჰიდროენერგეტიკაში. ამ პოზიტიური გამოცდილების გამო სხვა სფეროებშიც შევალთ და ავითვისებთ ტელეკომუნიკაციების, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორებს. ეს ბაზარი ძალიან მოგვწონს და საქართველო არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნის ჭრილში, არამედ კავკასიის რეგიონიც ცენტრის სახითაც მომხიბვლელი ბაზარია", - განაცხადა ალექსანდრე ბენარდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics