|
2019-06-11 16:27:21, 1483 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ წარადგინა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ წარადგინა. პოლიტიკური მოძრაობის წევრები არიან: გუბაზ სანიკიძე, ზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქვეყანაში ოლიგარქია უნდა დასრულდეს. „თანამოქალაქენო, დღეს ჩვენი სამშობლო, საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისულება და მისი თავი კაცი, მიემართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე, სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი კერძო ინტერესით, სადაც სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის ადმინისტრაციულ მონობას. სადაც განვითარება და წინსვლა უარყოფილია სასაფლაოს სტაბილურობით, სადაც დამკვიდრებულია პოლიტიკური ეკონომიკური, ზნეობრივი ანტისანიტარია, სადაც სახელწიფო იმართება ერთი ადამიანს სურვილით და არა კანონით, სადაც სიტყვა ფასი აღარ აქვს. სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან. ამიტომ, ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ, მეორე გზას, სადაც ჩვენს სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპურდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება... ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს შინ და გარეთ“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)