19:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 11:22:45, 1324 ნახვა

სამართალი
შსს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფარგლებში, აკადემიის ინსტრუქტორებმა საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და დახვეწა.

ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამხარეო დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სწავლებაში ქართველ ტრენერებთან ერთად ჩართული იყვნენ ბელგიელი და ბრიტანელი ექსპერტები.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, საგამოძიებო და ოპერატიულ მოქმედებებს, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს, ადამიანის უფლებებს, ნივთმტკიცებების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვ.

აკადემიის ინსტრუქტორებმა მათ  ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდულის თემატიკა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მომავალში  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საბაზისო და გადამზადების პროგრამებში დაინერგება.

სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics