21:13 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 15:21:33, 1262 ნახვა

პოლიტიკა
„ბიჭოთი ელაპარაკე თანაფრაქციელებს“ - ბოკერია და ბუკია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას  შეკითხვებს, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მისამართით, ხმაური მოჰყვა.

გაფიცული მაღაროელებზე  საუბრისას, ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, რომ ჭიათურაში განვითარებულ პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტები ერეოდნენ? და სმენია თუ არა  „რემენასა“ და „რიჟას“ შესახებ?!

„რემენა“ გაგიგიათ, ქალბატონო ნათია?-ამაზეც არ მცემთ პასუხს? თქვენ გინდათ ქალბატონო ნათია, რომ მერე პასუხები არ გამცეთ. გაგიგიათ თუ არა „რემენა“? თუ არ გაგიგიათ მიპასუხეთ“, - მიმართა ბოკერიამ.

ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

ამის შემდეგ, ბოკერიას კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააწყვეტინა და უთხრა, რომ ნათია თურნავა დაკითხვაზე არ იმყოფება.

„უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე კი არ ხარ, დაკითხვაზე თქვენ რომ არ ხართ მიწვეული ისაა პრობლემა“, - მიმართა ბუკიამ ბოკერიას.

რაზეც ბოკერიამ მას უპასუხა, რომ დაკითხვაზე არაერთხელ არის ნამყოფი, ისევ მივა.

„შენ რომ მოხვდები დაკითხვაზე ვნახოთ იქ როგორ გაუძლებ, ახლა შენობით მოგმართავ, რადგან ბედავ და მაწყვეტინებ, ვინ მოგცათ უფლება ვაკხანალიის მოწყობის. ბიჭოთი ელაპარაკე თანაფრაქციელებს“, -მიმართა ბოკერიამ ბუკიას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics