|
2019-06-07 12:55:00, 1233 ნახვა
სამართალი
ნინო ჯავახაძემ Cieca-ს კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა
თბილისში მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca-ს კონგრესი გაიხსნა. Cieca-ს ყოველწლიური კონგრესი საქართველოში წელს პირველად იმართება. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს. კონგრესის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს კამპანია "#მეტისიცოცხლისათვის", რომლის ფარგლებშიც არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძება არის დაგეგმილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონგრესის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა კი დელეგატებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე და სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სამდღიან ღონისძიებას მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი ესწრება. კონგრესის წლევანდელი განსახილველი თემაა - "თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“. Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს. საქართველო 2014 წლიდან Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო სოციალური კამპანია "#მეტისიცოცხლისთვის“. 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს, მათ შორის გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატებას (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდას, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვას და საკანონდებლო ცვლილებებს, რაც გარკვეულ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
(NS)
უშაკოვმა პუტინის ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პუტინმა უიტკოფს აცნობა, რომ შუაღამის შემდეგ კიევზე არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)