|
2019-06-07 10:37:40, 815 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე: დებატებით პატივი ვეცით ჩვენს მსმენელსა და ამომრჩეველს, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ
დებატები იყო იმისთვის, რომ პატივი ვეცით ჩვენს მსმენელსა და ამომრჩეველს, რომ საქართველოში არის პრეცედენტი, როდესაც არჩევნების წინ ორი ოპონენტი ერთმანეთს ედებატება მწვავედ, საგნობრივად, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საარჩევნო დებატების“ დასრულების შემდეგ განაცხადა. „დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემს ოპონენტს, დიდი მადლობა წამყვანს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ პატივი ვეცით ჩვენს მსმენელსა და ამომრჩეველს, სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ესმის ქართული ან გადაუთარგმნიან, რომ საქართველოში არის პრეცედენტი, როდესაც არჩევნების წინ ორი ოპონენტი ერთმანეთს ედებატება. ედებატება მწვავედ, საგნობრივად და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი არჩევანი. წინასწარ მინდა ვუთხრა მადლობა თითოეულ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ მათი გადაწყვეტილება იქნება არგუმენტირებული, სწორი და მომავალზე გათვლილი. „ქართულ ოცნებას“ აქვს მიზანი აშენოს. ეს რთული პროცესია, მაგრამ მომავალზე გათვლილი. დესტრუქციას უნდა ერთი დღე, დესტრუქციას სჭირდება ერთი სიტყვა, ამიტომ დესტრუქტორის შეყვანა არის დამანგრეველი. კონსტრუქტორი შეიძლება წაეხმაროს და ახლის შენებაში ბევრად გამოადგეს. მინდა წინასწარ ვიწინასწარმეტყველო, რომ 9 ივნისი ჩაივლის მშვიდობიანად, ყველა წესების ჩათვლით და ამომრჩეველი თავის სწორ არგუმენტირებულ და მართლ გადაწყვეტილებას მიიღებს საარჩევნო ურნასთან. მე უბრალოდ ვთხოვ, სახლში ნუ გაჩერდებით, მოდით თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და თქვენ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა კახაძემ.
(NS)
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)