11:46 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 11:31:35, 6046 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
3 ივლისს ფოთი სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ორგანიზებით, ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, რომელიც ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს თბილისში, დინამო-არენაზე  უნდა გაიმართოს,  საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო - სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ლიგის თასი ჩამოვა.

სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის თასებს 3 ივლისს  საქართველოში პირველად, ფოთში ჩაიტანენ. თასებს 17:00 საათზე თეატრის შენობის წინ მოწყობილ სცენაზე განათავსებენ, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მივიდეს და  ფოტოები გადაიღოს. პარალელურად მოეწყობა მინი სპორტული მოედანი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ითამაშონ.

სუპერთასის ფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დესპანი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics