|
2019-06-06 15:46:03, 1700 ნახვა
სამართალი
გარიგებული მატჩების საქმეზე „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა
მატჩების გარიგების გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა დაეკისრათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა. 4 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა: ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს „სამეგრელოსა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით. მე-15 ტურში ბოლნისის „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი - დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეულ ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე როგორც, ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება „სიონს“. თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდე ლიგაში „საბურთალოსა“ და „ავაზას“ მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, „ავაზას“ გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის „ეგრისისა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო „სამეგრელო“ დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტს თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)