|
2015-07-01 10:41:16, 930 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ საქართველოს მასშტაბით გრილი ტექნიკის ფესტივალს იწყებს
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ საქართველოს მასშტაბით გრილი ტექნიკის ფესტივალს იწყებს. „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში ზაფხულის ყველაზე აქტუალური ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. კომპანიის ინფორმაციით, კონდიციონერები - 559 ლარიდან, ჰაერის წყლით გამაგრილებლები - 239 ლარიდან და ვენტილატორები - 25 ლარიდან - მთელ საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მხოლოდ „ტექნო ბუმშია“ წარმოდგენილი. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ექნება, მსოფლიო ბრენდების გრილი ტექნიკა 0%-იანი განვადებითაც შეიძინოს. „ტექნო ბუმის“ მიერ გამართულ გრილი ტექნიკის ფესტივალში მონაწილეობის მიღება ყველა მომხმარებელს შეუძლია, რომელსაც სურს ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით მსოფლიო ბრენდების კონდიციონერები, ჰაერის წყლით გამაგრილებლები და ვენტილატორები შეიძინოს. გარდა ამისა, დღეიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. სწორედ ამიტომ „ტექნო ბუმი“ ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობის - „სეტ ტოპ ბოქსების“ შეძენას 56 ლარად 0%-იანი განვადებით გთავაზობთ. კომპანიის ინფორმაციით, „სეტ ტოპ ბოქსების“ გარდა, „ტექნო ბუმში“ ამ დროისთვის ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და განვადებით მსოფლიო ბრენდების ტელევიზორებია წარმოდგენილი, რომლებსაც აღნიშნული ფუნქცია ჩამონტაჟებული აქვს. შესაბამისად, მათი შეძენისას, მომხმარებელს დამატებით ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობის ყიდვა აღარ მოუწევს. გრილი ტექნიკის ფესტივალი და გრილი ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა კი დღეს იწყება და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში.
(R)
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



