19:00 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 13:52:48, 1463 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: სასამართლომ დაადასტურა, რომ სარალიძის ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილეები დაუსჯელები არიან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 

როგორც ლომჯარია წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად არის ჩადენილი. 

"დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!", - წერს ლომჯარია. 

ომბუდსმენი მოკლული მოზარდის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთობლივ სურათსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ფოტო 1 წლის წინ, ამავე დღეს არის გადაღებული. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics