|
2019-05-31 19:47:05, 1152 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა. ინტერპელაციის ძირითადი საკითხები მიზნობრივი სოციალური დახმარების განაწილების პრინციპის სამართლიანობასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების კონტროლსა და მათთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობას შეეხებოდა. დეპუტატების კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით ნაწილდება სოციალური დახმარება სამიზნე ჯგუფებზე, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. „ჩვენ ვცდილობთ, მიზნობრივი სოციალური დახმარების მოდელი შეესაბამებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს: სისტემა უნდა იყოს სამართლიანი; უნდა იყოს გასაგები და აღქმადი; უნდა ემსახურებოდის არსებული პრობლემების აღმოფხვრას. მეთოდოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2015 წელს, როდესაც შეფასების კრიტერიუმები 80-დან 50-მდე შემცირდა. თუ წარსულში ოჯახის შესახებ მონაცემების მოპოვება სრულად ხორციელდებოდა სოციალური აგენტების მიერ და მათ ჰქონდათ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ცვლილების შედეგად სოციალურ აგენტს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ აქვს, რამდენადაც მონაცემთა მოპოვება და გადამუშავება ხდება ელექტრონული ბაზების საშუალებით“-განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების განაწილებაზეც და აღნიშნა, რომ წარსულში ოჯახის ყველა წევრი იღებდა თანაბარ შემწეობას, დღეს კი სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, რომელთა ფულადი შემწეობა 2019 წელს გახუთმაგდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების კონტროლისა და ხარჯების მიზნობრივი მართვის შესახებ დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ეფუძნება პრეცედენტულ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს კონტროლის რამდენიმე ეტაპს, როგორიცაა შემთხვევის შესახებ შეტყობინებების მიღება, მონიტორინგი, ინსპექტირება, კონტროლი და ხარისხის რევიზია. მინისტრმა დეპუტეტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია კონტროლის სხვადასხვა ეტაპზე აღმოჩენილი ფინანსური დარღვევის, მათზე რეაგირებისა და აღნიშნული თანხების ბიუჯეტში აღდგენის შესახებ.
(NS)
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)