|
2019-05-31 14:40:41, 1034 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე ოპოზიციას: წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ
მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის კითხვას „თიბისი ბანკის“ საქმესთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორკესტრირებული შეტევა იყო ის, რაც 2012 წელს ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ განხორციელდა. „აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს "ქართუზე", როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე - მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)