|
2019-05-31 11:10:06, 1088 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი ნანა კოსტავა არაეთიკური პოსტის გამო თანამდებობიდან გადააყენეს
ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და ფრაქციის თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ნანა კოსტავას გადადგომას ქუთაისის საკრებულოსთან შეკრებილი მოქალაქეები ითხოვდნენ, რომლებიც ბლოგერი სალომე ბარკერის ვიდეოზე კოსტავას ცინიკური კომენტარების გამო იყვნენ აღშფოთებულნი, რომელიც დროში ბარკერის 16 წლის დის გარდაცვალებას დაემთხვა. „ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბლოგერ სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დრის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს გარდაიცვალა. ის დინებამ გაიტაცა და მოზარდი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)