|
2019-05-30 16:34:37, 1115 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ექსტრადირებაზე: ივანიშვილის სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ შეიძლება საქართველოში დავბრუნდე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, თუ ხელისუფლებას მისი სამშობლოში დაბრუნება უნდა, ის აუცილებლად დაბრუნდება. „ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ ეხვეწებოდა მუხლებზე პარაშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გამოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაციას ახდენდა. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - სამივე დაკეტილი იყო. ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის შემთხვევით, რომელსაც ღამე არ ძინავს და სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ მე შეიძლება დავბრუნდე საქართველოში. მინდა, ვუთხრა მას, რომ მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში. ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, დავალაგებთ სიტუაციას, ავაწყობთ რაღაცებს. დავეხმარები ახალ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, დავბრუნდები ძალიან მალე. ჩვენი მომხრეები ყველანი უნდა მოემზადონ და ჩვენი მომხრე არის საქართველოს აბსოლუტური უმეტესობა და ყველამ ეს იცის. იმ მომენტში, როცა ჩემი ფეხი დადგება საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი. გუშინ ჩავარდნენ ისინი პანიკაში. მთელი მისი ეს ჯოგი არის საოცარ პანიკაში, ისტერიკაში და ახლა თავის ჭკუით მოიფიქრა, როგორ დააწყნაროს ესენი. ეს არ უშველით, იმიტომ, რომ ეს აუხდებათ, რასაც მოისურვებენ, მიეცემათ. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე, რომ მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)