20:37 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 15:22:28, 996 ნახვა

პოლიტიკა
„ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი - დაუჯერებელია, რომ ფოთის პორტის ნებართვის შესახებ 28 დღე მთავრობაში არ იცოდნენ

 „ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის მანძილზე მთავრობიდან არავინ ამის შესახებ არ იცოდა“, - ასე გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენრალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას.

როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პროექტის შეფერხება კონკრეტული ძალებს ინტერესებშია.

„ფაქტი, რომ გაიცა ნებართვა 2 მაისს და ამდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული, ეს ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან და იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პროექტს. ანაკლია არის ჩვენი მომავლის პროექტი, ჩვენი განვითარების, რეალიზების პროექტი და ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ეს არ არის მარტო პორტი. ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, დერეფნის კუთხით და არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მოკავშირე ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics