20:37 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 11:50:47, 1049 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: მოვუწოდებთ „ანაკლიის კონსორციუმს“, ნუ ეძებს მიზეზებს და ვალდებულებების შესრულებაზე კონცენტრირდეს

 „მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა,  რომ  ანაკლიის პორტი წარმოადგენს  სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული  70 მილიონლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა  დროულად დაიწყოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics