|
2015-06-30 14:39:14, 3753 ნახვა
სპორტი
გია ნოდია: ჰომოსექსუალი ზუსტად ისეთსავე აღიარებას და პატივისცემას იმსახურებს, როგორც ჰეტეროსექსუალი
ჰომოსექსუალი ზუსტად ისეთსავე აღიარებას და პატივისცემას იმსახურებს, როგორც ჰეტეროსექსუალი, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. ნოდია ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება თუმცა, მისივე შეფასებით, აღნიშნული საკითხი სასამართლოს საქმე არ იყო. „არაპოპულარული პოსტი უნდა დავწერო. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა კავშირი სახელმწიფომ ქორწინებად აღიაროს - როგორც ეს აშშ უზენაესმა სასამართლომ გააკეთა. არა მარტო საწინააღმდეგო არა მაქვს, არამედ მივესალმები კიდეც, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს კიდევ უფრო დაამკვიდრებს იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალი ზუსტად ისეთსავე აღიარებას და პატივისცემას იმსახურებს, როგორც ჰეტეროსექსუალი. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს საქმე არ იყო, იმიტომ რომ პრობლემა პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. ის მდგომარეობს იმაში, რას დავარქვათ „ქორწინება“. ეს საზოგადოების გადასაწყვეტი საქმეა: ოჯახი საზოგადოებრივი ინსსტიტუტია, მის რაობას საზოგადოება ადგენს. თუ ამის იურიდიული დაფიქსირებაა საჭირო, ეს უნდა გააკეთონ ხალხის წარმომადგენლება, ანუ პარლამენტმა, ამერიკაში - კონგრესმა. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ პრობლემის გადაჭრა არის, ფაქტობრივად, უზურპაცია. ამერიკაში უკვე დიდი ხანია, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა სრულიად შემწყნარებელია ჰომოსექსუალური კავშირების მიმართ. უმრავლესობა დიდხანს არ თანხმდებოდა მხოლოდ იმას, ამ კავშირისთვის „ქორწინება“ დაერქვა, თუმცა ამ აზრითაც ბოლო ათწლეულში შემობრუნება მოხდა: ამერიკელების უმრავლესობა ამაზეც თანახმა იყო. ასე რომ, ამ საკითხის გადაწყვეტა ნორმალური დემოკრატიული პროცედურებითაც შეიძლებოდა. მაგრამ ის, რომ მოყოყმანე მოსამართლე კენედის პირადი გადაწყვეტილებით დგინდება, რას ნიშნავს „ქორწინება“, სწორი არ მგონია. უზენაესი სასამართლოს ზედმეტი პოლიტიკური აქტივიზმი ამერიკული დემოკრატიის აქილევსის ქუსლია. ჩვენშიც შეიქმნა ამის მაგალითი: ვგულისხმობ საკონსტიტუციო სასამართოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნების ზომის თაობაზე. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა საარჩევნო სისტემის მომხრე ვარ თუ არა ვარ: ესეც პოლიტიკური საკითხია, ამიტომ ის პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და არა სასამართლომ. დემოკრატია არ არის იურისტოკრატია“, - წერს გია ნოდია.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)