|
2019-05-28 13:11:19, 931 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ექსკურისებთან დაკავშირებით გამკაცრებულ რეგულაციებს მოიცავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც გასვლითი სასკოლო ღონისძიებების, ექსკურსიების მოწყობისას, მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითვალისწინებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავებისას აშშ-ს გამოცდილება იქნა გამოყენებული. „ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ მინდა გაცნობოთ, 2019 წლის 22 მაისს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გასვლითი სასკოლო ღონისძიებების, ექსკურსიების მოწყობისას, მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს ერთი მხრივ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, ხოლო მეორე მხრივ, მძღოლის მხრიდან უსაფრთხოების დაცვას, რისი მიზანიცაა მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას უბედური შემთხვევების რისკის მაქსიმალურად შემცირება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ბოლო დროსაც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინაც ტრაგიკული შემთხვევა და მსურს მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ დაინფიცირებული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენ ბავშვების უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. რაც შეეხება, შემოთავაზებული კანონპროექტის რეგულირებას, მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ რამდენიმე ის საკითხი, რომელიც დარეგულირდება ჩვენს მიერ დაინფიცირებული კანოპროექტით, კერძოდ: მძღოლს მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობის ქონა, გარკვეულ შემთხვევები იქნება ასევე სავალდებულო სათადარიგო მძღოლის თანხლება, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, ექსკურსიამდე ექვსი თვის ვადაში მისი აღჭურვა ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით, გარდა ამისა, განათლების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებებზე მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დამტკიცება. კანონპროექტის შემუშავებისას გამოყენებული იქნა აშშ-ს გამოცდილება, შედეგად, ექსკურსიებისას მოსწავლეების დაცვა სრულად იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)