20:18 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 12:06:19, 946 ნახვა

პოლიტიკა
მაღაროელების გაფიცვის გამო, დეპუტატების ნაწილი ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველს, პარლამენტში იბარებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბეკა ნაცვლიშილი, ჭიათურაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს პარლამენტში იბარებს.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მის მოთხოვნას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატებიც“ იზიარებენ. 

„ჭიათურაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება, ეს არის საათების ამბავი, იმიტომ, რომ ადამიანები იქ შიმშილობენ. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა მოვიდეს ხვალ, ეს არ არის ჩემი მოთხოვნა მარტო, ამას უერთდება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატები“. მან უნდა აგვიხსნას, თუ რამ გამოიწვია ჭიათურელების ასეთი უკიდურესი ფორმა პროტესტის. დღეს დავაყენებთ, გარდა ამისა, საკითხს, რომ მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში. სამთავრობო სფეროში, მართლა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არ შეუქმნია არც ერთ დამსაქმებელს, ეს არის ბუნებრივი რესურსი საქართველოსი. ამიტომ, სწორედ ასეთი რესურსისგან მიღებული მოგება უნდა ნაწილდებოდეს ყველაზე უფრო სამართლიანად“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics