|
2019-05-23 22:07:01, 1105 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის
"თუ ვინმე უკანონობაშია შემჩნეული, მას არავინ და ვერავინ დაიცავს, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში" ზუგდიდში შუალედური არჩევნებისას განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერები თავიანთ განწყობას არ მალავდნენ და ოფიციალურად აანონსებდნენ „არეულობას, ადუღებას და ა.შ". „ისინი ამ სიტყვებით ესაუბრებიან საზოგადოებას. მათი მიზანია, გააჩინონ განცდა, რომ საქართველოში მოხდება არეულობა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ საქართველოში ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და მხოლოდ ქართველი ერი მიიღებს გადაწყვეტილებას. მსგავსი განცდების შექმნით რეალურ შედეგს ვერავინ მიაღწევს. კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზია ჩვენი სახელმწიფოსთვის. 2012 წელს, მოძალადე რეჟიმის მიუხედავად, ახალი ფურცელი ჩავწერეთ ჩვენს ისტორიაში - ხელისუფლება შეიცვალა არჩევნებით. ამით ქართული სახელმწიფოსთვის სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო და ამ ისტორიას უკან ვერავინ დააბრუნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ „უპასუხისმგებლო" პოლიტიკურ ლიდერებს არეულობა არ მოუწყვიათ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს არ სურდათ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის იმის დამსახურება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა. „მათი ლიდერის ერთადერთი მიზანი და განზრახვა არეულობის მოწყობაა და ის ამას არ მალავს. თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური მონაპოვარია არჩევნების ჩატარება თავისუფალ რეჟიმში, ძალადობის გარეშე, სხვანაირად დემოკრატია არ მუშაობს. კანონს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის, რომლებიც არასოდეს ხელმძღვანელობდნენ ეროვნული ინტერესებით და არც მომავალში აპირებენ. დიახ, ასეთ ადამიანებისთვის არჩევნები და ზოგადად, დემოკრატიის პრინციპი გამოსავალი არ არის",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)