|
2019-05-23 22:02:06, 1120 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ობიექტური გამოწვევების მიუხედავად, ამომრჩეველს აქვს ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ
"გამოწვევების მიუხედავად, რაც ოჯახების წინაშე ობიექტურად არსებობს, ამომრჩეველს აქვს ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ვინაიდან „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის მთავარი მონაპოვარია ის, რომ საქართველოში არჩევნები ყოველთვის ჩატარდება თავისუფლად და მხოლოდ ქართველი ერი მიიღებს გადაწყვეტილებას. „არჩევნების ეს შედეგები მოსალოდნელი იყო, რადგან წინასწარ კვლევებს ვატარებდით და ჩვენს კანდიდატებს ჰქონდათ სოლიდური უპირატესობა. შესაბამისად, ველოდით გამარჯვებას. მესმის, რომ ბევრი პრობლემაა რეგიონებში, აქტიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან და მათგან მიღებული ინფორმაციით ბევრი რამ შევცვალეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება გვაქვს დაწყებული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს ნდობისთვის, რომ გამოწვევების მიუხედავად, რაც ოჯახების წინაშე ობიექტურად არსებობს, მათ აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრთან. მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას და წინასაარჩევნოდ არსებულ საინფორმაციო გარემოს. „კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ტყუილები, რომელიც სამწუხაროდ, მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობისგან" და ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთა. სხვა მუნიციპალიტეტებში იყო მსგავსი ემოციები? ამის პასუხია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს, რომ როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საქართველოში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები არის ამის მკაფიო დემონსტრირება, რატომ არ იყო სხვაგან მსგავსი ატმოსფერო?! ზუგდიდის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საზოგადოების განწყობა. მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერამ 60%-ს გადააჭარბა, რაც ძალიან კონკრეტული გზავნილია. 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა არჩევნები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო ლიდერებს არ გაუკეთებიათ იგივე განცხადებები, რაც ამჯერად, მაგრამ დღემდე ყველა არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ რეჟიმში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ყველაზე დიდ მონაპოვარს. ჩვენი გუნდის მონაპოვარია ის, რომ ქართველ ერს აქვს არჩევანი და მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)