19:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 22:12:35, 1036 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო თინა ბოკუჩავას უბნიდან გაძევებაზე: ის არ არის უფლებამოსილი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ტინა ბოკუჩავას გამოძევების ფაქტს ეხმაურებიან. 

ცესკო-ში დეპუტატის უბნიდან გაძევების მიზეზებს განმარტავენ:

„კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლობის უფლების განხორციელებას, ანუ საარჩევნო კანონმდებლობით არის დეტალურად გაწერილი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის უფლება-მოვალეობანი. თავისი წესები აქვს ამ წარმომადგენელს და შესაბამისად რეგულირდება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, ის რეგისტრირებულია როგორც წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ის თავის დამნიშნავ სუბიექტს წარმოადგენს ცესკოსთან ურთიერთობაში და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა და ამის გამო მოუხდა მას უბნის დატოვება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics