19:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 18:58:09, 1057 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი სააკაშვილზე: მოწოდება არეულობისკენ დანაშაულია, განსაკუთრებით როცა შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა გააზიარა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება არაკონსტიტუციურია. 

მისივე შეფასებით, სააკაშვილის გამონათქვამები ანტისახელმწიფოებრივია. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ის არცერთ პარტიის არ წარმოადგენს, თავს იკავებს საარჩევნო პროცესში ჩართვისგან. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ეს მიდგომა ყველა თანამდებობის პირმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა შეინარჩუნოს. 

„თუ უპარტიო სტატუსის გამო აქამდე თავს ვიკავებდი კომენტარებისგან ან საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ამგვარი პირდაპირი არაკონსტიტუციური და ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადება წინა პრეზიდენტისგან მაიძულებს გამოვხატო  აღშფოთება და სრული უკმაყოფილება. იგივე მოეთხოვება ყველა ყოფილ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა აქტიურია თუ არა, იმყოფება ქვეყანაში თუ არა. მოწოდება არეულობისკენ დანაშაულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია“, - წერს ზურაბიშვილი. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics