19:46 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 14:22:43, 1107 ნახვა

პოლიტიკა
„ფარულ ჩანაწერებში დასახელებული პირები ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან“ - ბოკუჩავა შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი გამოიძიოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა  "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც "ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმაზეა" საუბარი.

დეპუტატის მტკიცებით, ის პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. ბოკუჩავა ადასტურებს, რომ ერთ მათგანს პირადად იცნობს, მაგრამ მას არანაირი შემხებლობა ოპოზიციის შტაბთან არ აქვს. 

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს. 

„ის ორი პიროვნება, რომლებიც დასახელებული იყო აუდიოჩანაწერში, არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები, თუმცა ჩვენ ვგმობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის განცხადებასაც კი შესაძლო ძალადობის შესახებ, ამიტომ მოვუწოდებ შსს-ს გამოიძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, რა ვითარებაში მოხდა ამის ჩაწერა, გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია ნებისმიერი ტიპის თათბირზე, რადგან ისინი არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობით საგამოძიებო ორგანოებს, მაინც მოვითხოვთ მათგან, რომ ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.  

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics