|
2019-05-19 13:06:21, 977 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია გეგმავს არეულობას და დესტაბილიზაციას - Live
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ნციონალურ მოძრაობას" ვითარების დესტაბილიზაცია აქვს დაგეგმილი - ამის შესახებ, თალაკვაძემ ზუგდიდში სპეცილურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმ,ა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს ერთადერთი რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა "გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია რომ დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტიბი, მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე მოვლენებმა ეს დაადასტურა, როგორც სჩანს მიუხედავად პოლარიზაციისა ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადმიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი. რომლის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება. ჩვენ ტავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ვციტირებ ,,ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოიგებენ თუ წააგებენ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა და შემდგომ კი მთელი საქართველო. მთელ ჩვენს ქვეყანას ძვირფასო საზოგადოებავ, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადურებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი. - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)