19:47 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 09:43:34, 982 ნახვა

პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: დღეს მთელი ქვეყანა არის ცვლილებების მოლოდინში - მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას

დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ცვლილებების მოლოდინში - მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხმა ცვლილებებს მისცა.

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება, დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი  პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალ ზუგდიდში“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics