|
2019-05-19 09:36:04, 877 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ
არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩეველს არჩევანის მშვიდად გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს. „როგორც მოგეხსენებათ დღეს არჩევნები ტარდება. მთაწმინდის ოლქში აირჩევა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში ხულოში აირჩევენ მუნიციპალიტეტის მერებს. ასევე, საკრებულოს წევრების არჩევნები ჩატარდება ქალაქ ოზურგეთში , ქალაქ ტყიბულში, ქალაქ ჭიათურაში, ასევე წყალტუბოში გუმბრას თემში, ასევე ადიგენში აბასთუმნის თემში, ახმეტაში ხაალაწნის თემში, საგარეჯოში უჯარმის თემში, ზესტაფონში სანახშირის თემში. მასშტაბი არჩევნების არის საკმაოდ დიდი. მთლიანად არჩევნებში საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას. ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. უბნების გახსნის დროს რამე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს მისცენ საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება. ასევე, ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფოტოსურათიან სიებს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო მათ შორის ჩვენი აქტივისტებისთვის, ამ სიებით სარგებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ წარმოადგენს დარღვევას. ეს არის ერთერთი საშუალება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა. საარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი მხარდამჭერების არაპროპორციული რაოდენობა, შესაბამისად არსებობს დესტრუქციის საფრთხე. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია, შესაბამისად ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისაგან, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოებას ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ბოლოს მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. მაღალი აქტივობის პირობებში შესაძლებელია ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატს მთაწმინდაზე, ღირსეულ მუნიციპალიტეტის მერებს და ღირსეულ საკრებულოს წევრებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)