19:46 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 16:49:46, 877 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ზუგდიდში პროვოკაციული ფონის შესაქმნელად ენმ-მ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა

ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში პროვოკაციული ფონის შესაქმნელად ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა.

„თქვენ ხედავთ, რომ პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში და ამისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებთ, ნუ აყვებიან მიშა სააკაშვილის ხუშტურებს იმიტომ, რომ შეიძლება ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს.  რამდენიმე ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი. ასევე ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა დაუზუსტებელი ინფორმაციით ,თუმცა ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ ისინი ქმნიან პროვოკაციურ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს,რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ არჩევნების ჩაშლის მცდელობით. თუმცა, სახელმწიფო თავის ადგილზე დგას,  ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს თავისი პასუხი გაეცემა და არჩევნები საბოლოო ჯამში  მშვიდ ვითარებაში ჩატარდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics