20:18 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 12:23:40, 792 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში ჯერ არ შესულა

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენია.

თუმცა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის წარდგენას პარლამენტში დღეს ელოდებიან.

დოკუმენტის გადაგზავნის შემთხვევაში, მას ბიუროს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც უკვე მასზე მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, მცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, თუმცა ეს არ ეხება სოციალურ და კაპიტალურ ხარჯებს. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით კი ბიუჯეტში კორექტივების შეტანა უკვე დაგვიანებულია და ეს ცვლილება ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად საკმარისი არ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება 140 მილიონი ლარით იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics