|
2019-05-17 12:18:12, 813 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ენმ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს
ოპოზიციის რეალური მიზანი ზუგდიდში ზონდერობა იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი არჩევნებზე იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი მათგანი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალების სტატუსით და ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს. „არჩევნებამდე დარჩა ორი დღე და ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ შუალედურ არჩევნებში არის შერჩეული ზუგდიდი. ჩვენს ხელს არსებული ყველა სამუშაო მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიის და კარდაკარ საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში - ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით, ზუსტად ანალოგიური მონაცემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ თავის კვლევებში და სწორედ ამიტომ მათ ოფისში, მათ კამპანიაში ბოლო დღეებში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემები, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გეგა შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით და გადაკეთებით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ კანდიდატს აქვს რეალურად მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში. ეს არ არის ყველაფერი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მობილიზებული ჰყავს ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა. ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი მათგანი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალების სტატუსით და ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა და ისინი ფაქტობრივად პირდაპირ მოუწიდებენ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ, წინასწარ ახდენენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიშიც. რეალურად მათი მიზანი არის პროცესის ჩაშლა. ისინი გადადიან პროცესის ჩაშლის ტაქტიკაზე, ვინაიდან უკვე მათთაც აქვთ ხელთ მონაცემი, რომლის მიხედვითაც გეგა შენგელია მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. შეგვიძლია გადავხედოთ მიმდინარე კამპანიას, მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურად მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ თანამოქალაქეს პირისპირ, ამ დროს ქალაქში სადაც სიმშვიდეა, სადაც კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ თავისუფალო გარემოში რჩება არეულობის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილოად არის არეულობა, ნამდვილად არის აგრესია ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და მათი კამპანია. ჩვენ გვსურს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთონ შეფასებები, რომელიც გამორიცხავს საბოლოო ჯამში სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შეამცირებს იმ დაძაბულობას, რომელსაც ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კამპანია მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საქმიანი პროგრამა და თითოეულ უბანში ქალაქის, მუნიციპალიტეტის სოფლებში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას ვთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ, მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს და ჩვენ ამას აუცილებლად ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ. არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი და რათქმაუნდა თითოეულ შემთხვევაზე, სადაც მოხდება წითელი ხაზების გადაკვეთა, სადაც შესაძლოა დაირღვეს კანონი იქნება სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)