|
2019-05-17 10:59:35, 885 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი და გიორგი გოგლიჩიძე სოფლების- საზანოს,ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდნენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების- საზანოს,ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდა. მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რაც რეგიონში და კონკრეტულად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განხორციელდება. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, მალე დასრულდება წყლის სისტემის მოწესრიგება. "ზესტაფონში რეგიონული განვითარებისთვის 5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი გვაქვს განსაზღვრული, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გვაქვს გზების დეპარტამენტის 15-მდე პროექტი და ამდენივე იგეგმება წლის განმავლობაში",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმერეთის რეგიონისთვის 60 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება. ზესტაფონის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, საზანოში წელს ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღი აშენდება. "უკვე არსებობს პროექტი და სამუშაოთა ნუსხაში ჩასმულია 2 სოფლის - ტყლაპივაკისა და ზოვრეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ასევე, საზანოში აშენდება საბავშვო ბაღი, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ბაღებს შორის ერთ-ერთი თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის იქნება. ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას”,-აღნიშნა მერობის კანდიდატმა. ასევე, მაია ცქიტიშვილმა სოფელ შროშის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა ხევი-არგვეთის ავტობანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ იქ დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ახალი გზის მონაკვეთზე გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)