19:35 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 10:57:14, 908 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

 აღნიშნულ შეხვედრას მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ.

 ლადო კახაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც პარლამენტის მომავალი წევრის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კულტურის ღონისძიებების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ხელშეწყობა.

 „პირველ რიგში უღრმეს მადლობას გეუბნებით მხარდაჭერისთვის, თქვენი აქ ყოფნა უდიდეს ძალას მაძლევს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვდგავარ, სადაც უნდა ვიდგე. 19 მაისის შემდეგ მე ვიქნები თქვენ გვერდით არა მხოლოდ როგორც მეგობარი, არამედ როგორც მაჟორიტრი დეპუტატი ამ უბნიდან პარლამენტში, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერებს ყველა თქვენ იდეას“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics