|
2019-05-15 17:17:13, 1044 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და ყაზახეთი საერთაშორისო კომპანიებს ახალ ერთობლივ ლოგისტიკურ პროექტებს შესთავაზებენ
ყაზახეთი საქართველოსთან ერთად წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო ღერძს; მნიშვნელოვანია, ახალი ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები შევთავაზოთ საერთაშორისო კომპანიებს და დღეს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყაზახეთი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. "ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონული დატვირთვის პროექტებს. ყაზახეთი ამავდროულად ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია. გასულ წელს ჩვენი ვაჭრობა დაახლოებით 35%-ით, ყაზახეთში ჩვენი ექსპორტიც მნიშვნელოვნად იზრდება, რაც მისასალმებელია, თუმცა ვფიქრობთ, პოტენციალი უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის გზამკვლევი, შემდეგი 2 წლის განმავლობაში როგორ გავაორმაგოთ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებისა და ტურიტების რაოდენობა იზრდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში მეტ თანამშრომლობას. "ყაზახეთი დაინტერესებულია, საქართველოში აწარმოოს ხორბლის მეტი ექსპორტი. ამით ჩვენც დაინტერესებული ვართ. გარდა ამისა, საქართველოს პორტების გამოყენება ყაზახეთს მისცემს საშუალებას, გაზარდოს ექსპორტი ხმელთაშუა ზღვის აუზში. ეს არის საკმაოდ რთული პროექტი, რომელსაც კარგი დამუშავება დასჭირდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ეს ყველაფერი გამოგვივა. ამავე დროს, გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც შეგვიძლია, საერთაშორისო ბაზარს სრულიად ახალი პროდუქტი შევთავაზოთ, როგორიცაა მაგალითად ქიმიური მრეწველობა და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც გვექნება კონკრეტული წარმატებები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მთლიანობაში ძალიან ნაყოფიერად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ის ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მთავრობის მეთაური ხვალ მონაწილეობას მიიღებს "ასტანას ეკონომიკურ ფორუმში", რომელზეც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებს.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)