|
2019-05-13 10:41:43, 1195 ნახვა
პოლიტიკა
შენგელია: 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს, მათ ახალი ბინები გადაეცემა
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და სახელმფიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა. შენგელიას განცხადებით, პირველ რიგში, ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდებიან ბინით, ვინც ავარიულ შენობებში ცხოვრობს. „ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინების მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა. უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ ჩასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური ჩასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს და ამ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე. გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ და გაფართოებულ შეხვედრებთან ერთად აქტიურად განაგრძობს პროგრამის ფოკუს ჯგუფებისთვის გაცნობას, ის უკვე შეხვდა მასწავლებლებს, ექიმებსა და ახალგაზრდებს.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)