06:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 10:23:06, 1186 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის  მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ზუგდიდში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებზეც მოისმინა ინფორმაცია.

ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას,  სათავე ნაგებობისა და  სასეირნო ბილიკების მოწყობას.

პროექტს ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს  და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია.

,,ზუგდიდის სიამაყე, ბოტანიკური ბაღი, მალე რეაბილიტირებული  იქნება და ზუგდიდელებს დასასვენებლად განახლებული მწვანე სივრცე ექნებათ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დადიანების კომპლექსში ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით უკვე დასრულდა ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში კი ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მოახდენს ეკატერინესეული სასახლის სრულ რეაბილიტაციას. ბოტანიკური ბაღის და ორივე განახლებული სასახლის კომპლექსი ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

რაც შეეხება თამარ მეფის ქუჩას, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მმიმდინარეობს, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარიანი გზა, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. პროექტს  საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდში წელს აშენდება 10 ახალი გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 100-ზე მეტ ქუჩას, რომლებიც წყლის და წყალარინების დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics