18:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 16:04:29, 1417 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ შევიმუშავეთ ღია, გამჭვირვალე პროცესი და ახლა იუსტიციის საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში

„ჩვენ შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც კანონშია გაწერილი, ახლა არის საბჭოს გადასაწყვეტი, თუ ვის წარადგენს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე პარლამენტში და აქ ვერ მიიღება ვერავითარი თვითნებური გადაწყვეტილება, იმდენად ღიაა და გახსნილი პროცესი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნება.

„ეს პროცესი მოიცავს გასაუბრებებს, მოიცავს თითოეული კანდიდატის შეფასებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაზღვევს იქიდან, რომ რაიმე თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შემდეგ, სია უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი გადაწყვეტილებას ასევე მაქსიმალურად ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს.

„თითოეულ მოქალაქეს ექნება თვალყურის დევნების საშუალება. მათ შორის, კომიტეტის შესაბამისი სხდომები, გასაუბრებები იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ჯერ საბჭო და შემდეგ პარლამენტი მიიღებენ გადაწყვეტილებას და საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება და ეს მიზანი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება მიღწეული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics