|
2019-05-10 13:34:28, 1431 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: საია-ს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული უხარისხო პასკვილია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას თავისი ქვეყნისთვის ეწევა, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის. ამის შესახებ ის facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მინდა გამოვეხმაურო საია-ს ანგარიშს, ვითომდა, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო გარემოს შეფასებას კი არ წარმოადგენს, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწერილი უხარისხო პასკვილია. მართლა, მოხერხება უნდა, რომ გქონდეს ესეთი ფანტაზია - ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მოხატვა არჩევნებზე ელექტორატის მოსყიდვას დაუკავშირო. ფონდი „ქართუ“ 25 წელია უწყვეტად ახორციელებს ქართული ეკლესია-მონასტრების, კულტურული ძეგლების, არქეოლოგიური და მატერიალური მემკვიდრეობის აღდგენით სამუშაოებს როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა მაშინაც, როცა მისი ფოტოსურათიც არავის ქონდა ნანახი; მაშინაც, როცა პრემიერი იყო და არ შეწყვეტს მომავალშიც. ვფიქრობ, რომ მთავარი ფუნდამენტური სხვაობაც სწორედ ეს არის - ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეცა თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის და ამ წერის პროცესში ავიწყდებათ, რომ მსგავსი პასკვილებით, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კი არ დაზარალებენ, არამედ ხდებიან ქართული საქმის მოწინააღმდეგენი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)