|
2019-05-10 12:18:38, 1706 ნახვა
სამართალი
საფრანგეთის შს მინისტრი: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტუმრობს. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. კრისტოფ კასტანერმა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „მადლობა ასეთი დახვედრისთვის თბილისში. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს, საფრანგეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობას. ჩემი დელეგაცია და მე დიდ ინტერესს გამოვხატავთ თანამშრომლობისათვის. ეს ძლიერი კავშირი, რომელიც არსებობს, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ 3 გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისმის, იქნება ეს საქართველოს თუ საფრანგეთის მოქალაქეები. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გვაქვს კარგი თანამშრომლობა. ვებრძოლოთ მაფიოზურ ორგანიზაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს აყალიბებენ და არ სცემენ პატივს, არც სამართალს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინფორმაციის გაცვლები. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლა, ურთიერთობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს, რათა ვებრძოლოთ იმ დანაშაულებს, რომელიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ქვეყნებს ებრძვის“, - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. კრისტოფ კასტანერიმ ასევე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთს არ შეუძლია მიიღოს ყველა, ვისაც დაცვა სჭირდება. "ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი, იმიტომ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. პრინციპში, არის კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს -საქართველოში ომი არ არის. საქართველო ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან, ერთგვარი ანომალიაა და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენს შორის ურთიერთგაცვლა, მათ შორის თანამშრომლობის საკითხზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ ისინი. ჩვენ შორის უკვე არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისათვის და ნაყოფიერი მუშაობისათვის“, - განაცხადა კრისტოფ კასტანერიმ.
უშაკოვმა პუტინის ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პუტინმა უიტკოფს აცნობა, რომ შუაღამის შემდეგ კიევზე არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)