|
2019-05-07 09:33:35, 1304 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. იგი აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის. ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან. ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)