|
2019-05-06 21:30:59, 1435 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - დაიწყო რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი ფაზა
სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მომზადდა. "დაიწყო "რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ "რუსთავი 2"-სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ზალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის "რუსთავი 2"-ზე. "რუსთავი 2"-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, "რუსთავი 2"-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით. ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9 %-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს ვიდრე 91% წილის მფლობელებს, ითხოვს თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია, ამაზე დაყრდნობით არის ამაზე საუბარი, სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა და ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოს და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა, ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია... ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით, ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის. „დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანების ინფორმაციებს. დავა სავარაუდოდ არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის ცნობილი მოსამართლე და კარგად ცნობილია რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი. "პირველი მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, პირველ რიგში ეხება იმ ადამიანს, ვინც არის ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, ეს ყველაფერი მეხება მე. მაინც დაველოდოთ სარჩელს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც იქნება წამოყენებული, ჩვენი წინმსწრები ინფორმაციით, იქნებოდა წამოყენებული, ეს არის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. რაც ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჯერადაც მიმართულება აღებულია აქეთ, ამიტომ ვარ ჩართული მე მოპასუხედ. მეტსაც გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა ამ სარჩელში იყო, უბრალოდ, ბოლო წუთში იქნა ამოღებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია, სარჩელში მოთხოვნა ამოღებულია, მაგრამ ბაჟის გადახდის მტკიცებულება ჩარჩენილია. მიზანი არის ერთადერთი ამ აბსურდული დავის. ეს არის "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა გაკოტრებისკენ და შემდეგ შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ,“-აცხადებს ნიკა გვარამია. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მას სწორედ საქმის გაკოტრებისკენ წაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ არსებობს დავალიანება, რომელსაც კომპანია 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის. მანამდე კი გადასახადების სრულად გადახდა ხდებოდა, მათ შორის ყადაღის დადებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში. ამას გარდა, ნიკა გვარამიას განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გადასახადების გადახდას არ აპირებენ, დავა მიმდინარეობს სტრასბურგში, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადასახადები კანონიერად არ არის დადებული. ნიკა გვარამიას თქმით, მოდავე არის არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომელმაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის წილი მიიღო. „ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს "რიჟას." ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. შეგახსენებთ, რომ "ტელეიმედიც" არ იხდის გადასახადებს, რატომ არ იხდის არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში თუ ეს გასაგებია,რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, "ტელეიმედი" რატომ არ იხდის გადასახადებს არავინ იცის, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს ამისთვის,“-აცხადებს ნიკა გვარამია.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)