|
2019-05-06 18:40:42, 1352 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
თბილისის მერმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის და რეფორმები არ ხორციელდება. „ბატონ ლადოს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მთაწმინდის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს მას - ადამიანს, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაწმინდის რაიონში. მისი პროფესია და მისი მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა. დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეს ყოველდღიურობა გადავიტანოთ პოლიტიკაში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს. ბატონმა ლადომ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ ძალიან სასიცოცხლო რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვამაყობთ ყველა ამ რეფორმით, მაგრამ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილები. ქვეყანაში, ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს რთული ბარიერები. ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში და მჯერა იმის, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება. თქვენ ხედავთ ქალაქში რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ყველა მიმართულებით. არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის და რეფორმები არ ხორციელდება. მე მესმის, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო, რათა დავინახოთ რეალური შედეგი. მინდა, ბატონ ლადოს წარმატებები ვუსურვო. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული შენობა-ნაგებობების ავარიულობით და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და იყავით დარწმუნებული იმაში, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქზე და თავიანთ რაიონზე. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას, თქვენ კი გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას!“, - განაცხდა კახა კალაძემ.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)