05:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 16:03:52, 1331 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე: ეტყობა ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად

ალბათ, ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად - გაუგებარია, სად იყო მისული ქობულია და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, ქობულიას ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა.

„სადაც ის ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ცდილობდა გარკვეული გეგმების და ხედვების შეჯერებას, ეს მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის ეს ნაწილი გასაგებია, მაგრამ მგონი, კარგად არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა ის მინისტრად და ეტყობა უთხრეს, რომ პარლამენტი ცუდი ადგილია, ცუდი ბიჭები არიან იქ და გააფუჭებენ, არ უნდა გაიაროს მათთან ახლოს. ჩემთან გაუგებარია, სად დადიან ეს მინისტრები, სად იყო მისული და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში. პირველ რიგში, პარლამენტში უნდა მოსულიყო, რომ ჩვენ ახლა მკაფიოდ გვცოდნოდა, თუ რა ხედვები ჰქონდა, შესაბამისად, ბარიერებზე თუ საჭირო იქნებოდა, ჩვენი თანადგომა და დახმარება ექნებოდა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics