|
2019-05-04 17:19:34, 1388 ნახვა
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: ენმ და „რუსთავი 2“ იმაში აკრიტიკებს ივანიშვილს, რაშიც ყველაზე დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2“-ის უკუღმაუწყებლობა სწორედ იმის გამო აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, რაშიც ყველაზე დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული, - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრაველობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პერიოდში 50 მილიონ ლარამდე დახარჯა. „განათლების სისტემისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე იმაზე ასჯერ და შეიძლება ათასჯერ მეტი თანხა აქვს დახარჯული, ვიდრე ერთად აღებულ ყველა კერძო პირს და კომპანიას ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თსუ-ს პირველი კორპუსის რესტავრაცია (16 958 000); ფრანგული სკოლის მშენებლობა (21 787 000); თბილისის კონსერვატორიის რესტავრაცია (1 524 000); ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის რესტავრაცია (4 123 000); სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტუდენტური პროექტების დაფინანსება (4 812 385); ჯამში უკანასკნელ პერიოდში, მხოლოდ ამ პროექტებზე 50 მილიონ ლარამდე. უტიფრობაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა და ხარჯავს განათლების სფეროში ქველმოქმედებაზე, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ასწავლიან საით უნდა მიმართოს საკუთარი სახსრები და მათ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა პირით ამისთვის თანხებსაც კი სთხოვენ. ყველასათვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, რომლებსაც უდიდესი გავლენა ექნება ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაზე. პირველ მათგანზე უკვე გამოყოფილია 25 მილიონი ლარი, ჯამში კი 500 მილიონი ევრო დაიხარჯება. ხოლო თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობაზე უკვე გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ჯამში კი მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული პროექტების საბოლოოდ განხორციელების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.“, - წერს მეზურნიშვილი.
(NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)