|
2019-05-02 14:07:23, 1581 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი: კრიმინალთან ბრძოლას ეფექტი ვერ ექნება, თუ ადამინის უფლებების სტანდარტის დაცვას ვერ შევძლებთ
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა. სწორედ ამიტომ , თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და რომელსაც გადავდგამთ, იქნება აბსოლუტურად გააზრებული გეგმის მიხედვით“, - ეს განცხადება გიორგი გახარიამ „მინისტრის საათის ფორმატში“ საპარლამენტო ტრიბუნასთან გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დანაშაულის სტატისტიკასა და სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ისაუბრა. „არ გვინდა ახლა აქ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, იმიტომ რომ ვიცით რა შედეგები ექნება სტატისტიკური შედეგებით თუნდაც უახლოეს თვეებში კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ კოლეგებო, ჩვენ შევასრულეთ პირველი დაპირება და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სუფთა, მკაფიო და ობიექტური სურათი სტატისტიკის ნაწილში. ასევე, ჩვენ გვაქვს ანალიზზე დაფუძნებული ბევრი მონაცემი, რომლის დამუშავება უკვე შესაძლებელია და შეგვიძლია თქვენთან ერთად მათ შორის დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორი უნდა იყოს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთ დანაშაულში, როგორიც არის მძიმე დანაშაული - მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, აქ ჩვენ გვაქვს ან იგივე მონაცემები, ან კლება. გვაქვს ზრდა ლატენტურ და სტიგმატიზირებულ დანაშაულში, თუმცა, ეს არის გამოწვეული აღრიცხვიანობით და რა თქმა უნდა, იმ კომპონენტით, რომელიც ყველამ ერთად ჩავატარეთ, რათა აღგვემაღლებინა ჩვენი მოსახლეობის შეგნება და დამოკიდებულება ასეთი დანაშაულის მიმართ. რეალური გამოწვევა დღეის მდგომარეობით არის ისეთი დანაშაული, როგორიც არის მაგალითად ქურდობა. ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის 44% არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აქედან 70%-ზე მეტი ეს არის ქურდობა, ყოველი მესამე დანაშაული ეს არის ქურდობა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამ, სისხლის სამართლის პოლიტიკაში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, მომწიფდა, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ, ობიექტურ სტატისტიკაზე, ამ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზზე და ერთობლივ მუშაობაზე, რათა ეს ნაბიჯი არ იყოს რადიკალური, ეს უნდა იყოს ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)