2019-04-19 13:16:22, 1424 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია ქობულიას გათავისუფლებაზე: ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება
ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება, - ამ სიტყვებით გამეხმაურა საპარლამენტო უმრაველოსობის წევრი, ნუკრი ქანთარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გუნდში ცვლილებები აუცილებელია.
„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან