|
2019-04-17 19:06:22, 1538 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა. თეა წულუკიანმა და აფშან ხანმა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს საქართველოს უცხოეთში თავისი არასრულწლოვანი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. თეა წულუკიანმა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა 2018 წლის ოქტომბერში წარმატებულად დასრულებული ჰუმანიტარული მისია, რამაც შესაძლებელი გახადა ერაყის ციხიდან საქართველოს სამი მოქალაქის − 6, 5 და 2 წლის ბავშვების − საქართველოში დაბრუნება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები წარმატებით გადიან რეაბილიტაციის პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ „UNICEF“ კვლავ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დახმარებას ბავშვების დედის საქართველოში დასაბრუნებლად, რომელიც ამჟამად სასჯელს ერაყის ციხეში იხდის. ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტრო ერაყის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ 1-ლ აპრილს გახდა ცნობილი. იუსტიციის სამინისტრომ ვიდეოზარი განახორციელა ერაყში და თეონა ტეფნაძემ შვილებთან საუბარი შეძლო. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება ბავშვების ინტერესების დაცვა და მათი დედასთან დაბრუნება. იუსტიციის სამინისტრო „UNICEF“-თან კიდევ ერთი საქმეზე თანამშრომლობს, რომელიც საქართველოს მოქალაქე თეა აბულაძის არასრულწლოვანი შვილის სამშობლოში დაბრუნებას ეხება. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ერაყის ოფისის დახმარებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აიყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც იცავენ თეა აბულაძის სამართლებრივ ინტერესებს ერაყში. თეა წულუკიანმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, უკვე სამი წელია, საქართველო ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგთან მებრძოლი ქვეყნების პირველ კალათაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად დასახელდა. იუსტიციის მინისტრისა და „UNICEF“-ის რეგიონული ხელმძღვანელის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.
(NS)
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)