23:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 12:49:50, 1303 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ აქცია-მსვლელობას გამართავს

„ევროპული საქართველო“ და თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს, - ამის შესახებ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, პროტესტის მიზანი საპარლამენტო უმრაველსობის მიერ წამოყენებული კანონპროექტის დაგმობაა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ მოსამართლეებს ეხება

ამასთან, მისივე ცნობით, მსვლელობა 02:30-ზე დაიწყება.

„ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ სრული კონტროლი განამტკიცოს სასამართლოს მთელ ვერტიკალზე, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, რომ ხვალ ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინონ თვითნებურად, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე მხოლოდ საკუთარი შეხედულობებისამებრ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამ „კლანის“ მიერ შერჩეული იქნებიან არა სამართლის, არამედ ხელისუფლების მსახურებისათვის მზადყოფნის ნიშნით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, „ქართული ოცნება“ არ აპირებს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და რომ არ დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა არის დაბალი და ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობა. ვინაიდან ეს დააზიანებს საოზგადოების ნდობას. „ქართული ოცნება“ ასევე არ აპირებს ვენეციის კომისიის, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის, საპარლამენტო თუ არასაპარლამეტო ოპოზიციის სხვა შენიშვნებიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. შექმნილ ვითარებაში მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სამართლის უზენაესობა, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება შემოგვიერთდით ხვალ საპროტესტო მსვლელობაში 2:30 საათზე უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე, რათა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრაველსობას დავანახოთ და ვეცადოთ შევასმინოთ საზოგადოების პროტესტი ამ მავნებლური კანონის მიმართ“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics